Postcard
თბილისის სპორტის სასახლე
Jun 5, 2023
Built1961
ArchitectsVlademir Alexi-Meskhishvili, Yuri Kasradze

სპორტის სასახლე საბურთალოზე, იმ დროს სწრაფად მზარდ, ახალ უბანში აშენდა. 1955 წელს ყოფილი საბურთალოს ბაზრის ტერიტორიაზე გამოიყო ადგილი სპორტის მრავალადგილიანი სადემონსტრაციო დარბაზის ასაშენებლად. ნაგებობის მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა. პროექტის ავტორები იყვნენ არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და იური კასრაძე, ხოლო ინჟინერი _ დავით ქაჯაია. სპორტის სასახლის ცენტრალური ფართობი სადემონსტრაციო დარბაზს უჭირავს. მის პერიმეტრზე მოთავსებულია ამფითეატრად ამაღლებული ტრიბუნები 9305 მაყურებლისთვის. დარბაზი გადახურულია რკინა-ბეტონის გუმბათით, რომლის 76-მეტრიანი დიამეტრი იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში უდიდესი იყო. შენობის პირველი სართულის ფასადები თაღებითაა გახსნილი, ხოლო ზედა სართული შემინულ სიბრტყეს წარმოადგენს. სპორტის სასახლე უზრუნველყოფილი იყო კინო, რადიო და სატელეფონო მოწყობილობითა და კაბინებით. სასახლის წინ მდებარე მოედანზე 1965 დაიდგა სკულპტურული კომპოზიცია – მზეჭაბუკი (მოქანდაკე ჯ. მიქატაძე). ლიტერატურა: ნ. ჯანბერიძე, ქართული საბჭოთა არქიტექტურა, თბ., 1971, 424-431.

 

Art Historian


Do you have a story about this location?

Add your story

Recommended by Metaport